Thumbnail
  • ცრვენა ზვეზდა 97:54 ბუდუჩნოსტი
  • გოგა ბითაძე 7 ქულა, 3 მოხსნა
  • ადრიატიკის ლიგა ცრვენა ზვეზდამ მოიგო

ადრიატიკის ლიგის სუპერფინალის მე-5 გადამწყვეტ მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი სტუმრად ცრვენა ზვეზდასთან განადგურდა - 54:97. ამით სერბულმა კლუბმა სერია 3:2 მოიგო და ადრიატიკის ჩემპიონი გახდა. ამით მომავალ სეზონში ევროლიგაში თამაშის უფლება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მე-5 მატჩი კინაღამ ჩაიშალა, რადგან ბითაძეზე და კომპანიაზე იერიში ცრვენა ზვეზდას ხულიგანმა ფანებმა მიიტანეს. მონტენეგროული გუნდი მოედანზე გასვლას არც აპირებდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა. 

ასეთ ვითარებაში სტუმრებს თამამად თამაშის შანსი არ ჰქონიათ და 43-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მან უკვე მეორე მეოთხედში მიიღო მე-4 პერსონალური, არადა, სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. 

ბითაძემ 16:36 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგას არ ჰქონია არც ერთი დაფარება. მოკლედ, ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP-მ ფინალში კარგად ვერ ითამაშა. პირველ თამაშში - 6 ქულა ჩააგდო, მეორეში - 9, მესამეში - 4 და მეოთხეში 2. 

ცრვენა ზვეზდას დაჯილდოვება 

კომენტარები

ბოლო ამბები