Thumbnail

ადრიატიკის ლიგის სუპერფინალის გადამწყვეტი, მე-5 თამაში კინაღამ ჩაიშალა - ბელგრადში ცრვენა ზვეზდასა და გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტის მატჩის წინ, სერბმა გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მონტენეგროული კლუბის კალათბურთელებს. განსაკუთრებით დაზარალდნენ ნორის კოული, ირლ კლარკი და ნემანია გორდიჩი.

📺 ცრვენა ზვეზდას ფანების შევარდნა მოედანზე 

გოგა და მისი გუნდელები მოედანზე ხურდებოდნენ, როცა მათ ცრვენა ზვეზდას 50-მდე ფანი შეუვარდა. ბუდუჩნოსტი გასახდელში დაბრუნდა, ამ დროს კი ტრიბუნებიდან საგნების წვიმა წამოვიდა. 

📺 ბუდუჩნოსტის კალათბურთელები გასახდელში ბრუნდებიან 

დარბაზში სიტუაციის გასაკონტროლებლად სპეცრაზმის შეიყვანეს, ხოლო ცრვენა ზვეზდას კაპიტანმა ფანებს დაწყნარებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ბუდუჩნოსტი გამოვიდა სათამაშოდ და მატჩიც ერთსაათიანი დაგვიანებით იწყება. გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ არის. 

შეგახსენებთ, რომ სუპერფინალში ანგარიში თანაბარია - 2:2. ამ მატჩის გამარჯვებული ადრიატიკის ლიგას მოიგებს და ევროლიგის საგზურსაც მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები