Thumbnail

ფუტსალის ლიგის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ილიაუნი თსუ-ს დაუპირისპირდება, პსპ კი თელასს
  • ნახევარფინალური მატჩები 17 მაისს გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ლიგის თასის ოთხივე  ნახევარფინალისტი ცნობილია. 1/2-ფინალურ ეტაპზე ილიაუნი თსუ-ს დაუპირისპირდება, პსპ კი თელასს. 

მეოთხედფინალური მატჩები დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ილიაუნი  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და  4:1 გაიმარჯვა. დუბლით ნიკოლოზ გვაზავა გამოირჩა, კსუ-ს რიგებიდან კი ერთადერთი გატანილი გოლი ლუკა ფარცვანიას ანგარიშზეა.

6 მეტრიანი დარტყმების სერიაში გაირკვა ილიაუნის მეტოქის ვინაობა. თსუ - მართვეს
დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. თსუ-ს მეკარე ალი ასლანმა მეტოქის  ორი პენალტი მოიგერია და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 

მარტივად მოიპოვა ნახევარფინალური ეტაპის საგზური პსპ-ს გუნდმა, რომელმაც თსუ 2  დამაჯერებელი ანგარიშით, 8:1 დაამარცხა. პსპ-ს რიგებიდან დუბლი ლევან სარდანაშვილის ანგარიშზეა, თითოჯერ კი გური გოგიჩაიშვილმა, ნიკოლოზ კოპლატაძემ, გიორგი აფციაურმა, ზუკა გარსევანიშვილმა, ირაკლი ბურჭულაძემ და ლევან კუჭაშვილმა გაიტანეს.

თასის 1/4 -ფინალური სერიის ბოლო შეხვედრაში თელასმა პრინციპული მეტოქე TMC თბილისი დამაჯერებელად ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. ენერგეტიკოსები ამირან ცხომარიას გოლით დაწინაურდნენ, ნუკრი ჭუმბურიძემ კი სხვაობა ორამდე გაზარდა. TMC თბილისმა სხვაობა შეამცირა, თუმცა კიდევ სამი გოლი გაუშვა. ცხომარიამ ჰეთთრიკი შეასრულა. ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩები 17 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები