Thumbnail

ქართველმა ჰოკეისტმა ჩრდილოკორეელ მეტოქესთან იჩხუბა! ზაზა ღონღაძე გააძევეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
  • ზაზა ღონღაძემ ჩრდილოკორეელ ჰოკეისტთან იჩხუბა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონი მარცხით დაიწყო - ქართველი ჰოკეისტები ჩრდილოეთ კორეასთან 5 შაიბის სხვაობით, 4:9 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე პერიოდის წინ, ქართველების მეტოქე მხოლოდ ერთი შაიბით იგებდა - 4:5.

მატჩის მიწურულს ინციდენტი მოხდა. საქართველოს ნაკრების მე-5 ნომერმა ზაზა ღონღაძემ კორეელ ვონ ძინ ჰიოკთან იჩხუბა, რის გამოც მსაჯმა ის 25 წუთით გააძევა, რაც მომდევნო შეხვედრაში მის პირველ პერიოდში თამაშს გამორიცხავს, ხოლო კორეელი მეტოქე მხოლოდ 2-წუთიანი ჯარიმით დაისაჯა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში მექსიკის ნაკრები იქნება.

ქართველმა ჰოკეისტმა ჩრდილოკორეელ მეტოქეს სცემა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 22 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები