Thumbnail

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება - ლოკომოტივმა არმაზთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივი საჩემპიონო ბრძოლას დაემშვიდობა
  • არმაზი ისტორიული შედეგისკენ მიიწევს

2018/2019 წლების დიდი 10-ის პლეი ოფის მეორე ეტაპზე, გასავარდნ ფინალში, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ლოკომოტივი და არმაზი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და არმაზმა 1 ქულით იმარჯვა - 21:20.

არმაზმა ამ სეზონში ლოკომოტივს პირველად მოუგო.

ბოლო ათ წუთებში გუნდებმა თითო ლელოს გატანა შეძლეს. 73-ე წუთზე ბექა წიკლაურმა თავისი ლელო გარდასახა, ხოლო მატჩის 78-ე წუთზე ნიკა გიგაურმა მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ჩემპიონები დაალელოვა, რასაც რეზი ჯინჭველაშვილის ურთულესი გარდასახვა მოჰყვა, რითიც არმაზმა მეტოქეს 21:20 სძლია და ისტორიულ შედეგს მიუახლოვდა. არმაზს ბრინჯაოს მედლები განაღდებული აქვს, ახლა მარნეულის გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. დიდი 10-ის ფინალში გასასვლელად მათ რუსთავის ხარები უნდა დაამარცხონ.

ბადრი ლიპარტელიანი ფინალში გასვლას ზეიმობს

რაც შეეხება ლოკომოტივს, მოქმედი ჩემპიონი სეზონს გამოეთიშა. საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება და ამ ტიტულისთვის სამი გუნდი იბრძვის: ბათუმი, ხარები და არმაზი.

ნიკა გიგაურის ლელო ლოკომოტივთან - საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 22 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები