Thumbnail

Riot Games-მა Faker-ს Zed-ის სკინი მიუძღვნა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთხელ დააფასეს
  • Riot Games-მა 2013 წლის ზაფხულის ჩემპიონატი გაიხსენა
  • Faker სულ ცოტა ხნის წინ Forbes-ის სიაშიც მოხვდა

League of Legends-ის საუკეთესო მოთამაშე ლი 'Faker' სანგ-ჰიეოკი კიდევ ერთხელ, ამჯერად Riot Games-მა დააფასა.

მას შემდეგ რაც კორეელი სუპერვარსკვლავი Forbes-ის სიაში მოხვდა, SK Telecom 1-ის ლიდერი LoL-ის დეველოპერმა 'Galaxy Slayer Zed'-ის სკინით დააჯილდოვა.

Faker დღემდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება და თავის გუნდთან ერთად ერთად ერთადერთია, ვისაც ზედიზედ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი (Worlds). Zed-ის ახალი სკინიLoL-ის eSports სცენის ისტორიულ მომენტს ეძღვნება, როდესაც Faker-მა KT Bullet-ში მოთამაშე იო 'Ryu' სანგ-ვუკი, რომელიც ასევე Zed-ით თამაშობდა, ერთი-ერთზე მოკლა.

სანგ-ჰიეოკს სიცოცხლის მესამედზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც საოცარი მანევრები შეასრულა და საკუთარ გუნდს 2013 წლის ზაფხულის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

სკინის შთაგონების წყარო ერიკ 'Doa' ლონქვისტის კომენტარია, რომელიც ზუსტად ამ ეპიზოდს ეძღვნებოდა - 'შეხედეთ Cleanse-ს (უნარი LoL-ში), შეხედეთ მოძრაობებს. Faker! რა იყოს ეს?'.

Galaxy Slayer Zed-ს არაერთი სპეციალური ინტერაქცია აქვს და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ეს ფრაზაა - 'შეხედეთ უნარებს, შეხედეთ მოძრაობებს! Zed! რა იყო ეს?'. მთავარი კი ისაა, რომ აღნიშნულ ფრაზას მხოლოდ მაშინ გაიგებთ, როდესაც ერთი Zed მეორეს მოკლავს.

ახალი სკინი დეტალურად ამ ვიდეოში შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები