Thumbnail
  • აიაქსთან წაგების შემდეგ იუვე იტალიელ ტალანტებს უმიზნებს
  • კიეზასთვის და ძანიოლოსთვის ბრძოლაში ფავორიტი ტურინული გრანდია

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამის აიაქსთან წაგების შემდეგ, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის იტალიელი ტალანტებით გაძლიერებას გეგმავს. calciomercato.com-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის მთავარი სამიზნეები ფიორენტინას და რომას ამომავალი ვარსკვლავები, ფედერიკო კიეზა და ნიკოლო ძანიოლო იქნებიან.

ფედერიკო კიეზა 90-იან წლებში ცნობილი ფორვარდის, ენრიკოს შვილია

ახალგაზრდა შემტევებით, რომლებიც იტალიის ეროვნულ ნაკრებს უკვე გაუშინაურდნენ, სხვა გრანდებიც ინტერესდებიან (მათ შორის, ყველაზე მეტად მიუნხენის ბაიერნი), მაგრამ ‘კალჩომერკატო’ წერს, რომ ფავორიტი უკვე იუვენტუსია. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ კიეზას და ძანიოლოს კარიერის იტალიაში გაგრძელება ურჩევნიათ და რომელი კლუბი უნდა იყოს მათთვის ყველაზე სასურველი, თუ არა იუვე, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ მოიგო.

ხსენებულ პორტალზე ვკითხულობთ, რომ ტურინელები პირველ რიგში კიეზას უმიზნებენ. 90-იან წლებში ცნობილი იტალიელი ფორვარდის, ენრიკო კიეზას 21 წლის შვილს ფლორენციული კლუბის ფორმით, 35 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და იტალიური ფეხბურთის უმთავრესი ამომავალი ვარსკვლავია. კიეზას ფიორენტინასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

რომაში იმედი აქვთ, რომ ნიკოლო ძანიოლო გუნდში დარჩება

ნიკოლო ძანიოლო ჯერ მხოლოდ 19 წლისაა დიდ სცენაზე ამ სეზონში გამოჩნდა. რომას შემადგენლობაში მან 17 მატჩი ჩაატარა და სერია A-ში 4 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაში ძანიოლომ პორტუსთან გაიბრწყინა (დუბლი შეასრულა).

კომენტარები

ბოლო ამბები