Thumbnail

არაკომპეტენტური გუნდები პრემიერლიგაში - 5 სტატისტიკური მონაცემი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აუტსაიდერები რიცხვებში...
  • არაკომპეტენტურობის ინდექსი

პრემიერლიგაში სეზონის მიწურულია, სადაც გასავარდნი ზონა და ამ ზონის მახლობლად მყოფი მობინადრეების რეალური სურათი მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

ქვევით მოცემულია რამდენიმე სტატისტიკა, რომელიც ძირითადად გუნდების დაუდევრობით და დაბალი სათამაშო დისციპლინით არის განსაზღვრული.

1. აუტის ბურთი საჩუქრად მოწინააღმდეგეს

იყო დრო პრემიერლიგაში რორი დელაპი აუტის ჩამოწოდებით ბრწყინავდა, ირლანიდელი კარდიფს წელს მოუხდებოდა, იქნება 10-ჯერ მოწინააღმდეგისთვის არ ჩაებარებინათ ბურთი. 

🔼 კარდიფი - 10

🔼 ბრაიტონი - 8

🔼 ჰადერსფილდი - 6

2. ყვითელი ბარათი მაისურის გახდისთვის

რამდენიმე წელია ფეხბურთში ეს წესი არსებობს, თუმცა ნილ უორნოკის ბიჭებს არ აინტერესებთ, რომ მაისურის გახდით, თავს დისციპლინარულ საფრთხეში იგდებენ.

🔼 კარდიფი - 15

🔼 ბრაიტონი - 13

🔼 ლესტერი - 12

3. ბოლო წუთზე გაშვებული გოლი

წელს ბოლო წუთების დრამაში საუთჰემპტონი ყველას ჯობნის - სამხრეთელებს მიმდინარე სეზონში, 90 წუთს ზევით 32-ჯერ მოუგეს, ან ანგარიში გაუთანაბრეს.

🔼 საუთჰემპტონი - 32

🔼 ბრაიტონი - 28

🔼 ლესტერი - 27

4. ცუდად ამოტანილი ბურთი

კარდიფი აქაც ლიდერობს - უელსელთა მეკარის ნილ ეთერიჯის ამოტანილი ბურთი 35-ჯერ ჩაბარდა მოწინააღმდეგეს, თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ეთერიჯს ბურთი ცუდად შეჰყავს თამაშში.

🔼 კარდიფი - 35

🔼 საუთჰემპტონი - 34

🔼 ნიუკასლი - 29

5. მოედანს გარეთ ამბები

გუნდები მოედანს გარეთ მომხდარი ამბებითაც შეაფასეს - მსაჯებთან ჩხუბი, ტუნელში ჩხუბი, ჟესტიკულაციაზე ჯარიმები, ინტერვიუში გადაცდომები და ა.შ. რაც ქულებში ასე გამოისახა:

🔼 ბრაიტონი - 100

🔼 კარდიფი - 97

🔼 ევერტონი - 96

კომენტარები

ბოლო ამბები