Thumbnail

ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონი მარცხით დაიწყო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • როლანდ სვანიძის გუნდი ორი პერიოდი ტოლსწორად ეთამაშა ჩრდ. კორეას
  • მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო და 4:9 დამარცხდა

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში ჩაება და პირველი მატჩი გამართა. როლანდ სვანიძის გუნდი ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4:9 დამარცხდა.

საქართველო 4:9 ჩრდ. კორეა

გოლები: 1:0 არტიომ კოზიულინი (6), 2:2 ალექსანდრე ვასილჩენკო (19), 3:2 ბორის კოჩკინი (23), 4:2 სემიონ ხარიზოვი (24). 

მატჩის პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა. მე-6 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არტიომ კოზიულინმა გახსნა ანგარიში. შემდეგ კორეელებმა ორჯერ გაიტანეს და წინ გავიდნენ, თუმცა პერიოდის მიწურულს ალექსანდრე ვასილჩენკომ აღადგინა წონასწორობა, 2:2. 

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო და მოკლე მონაკვეთში 4:2 დაწინაურდა. ჯერ ბორის კოჩკინმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი სემიონ ხარიზოვმა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ უკვე ჩრდილოეთ კორეელები დომინირებდნენ და 7 უპასუხო გოლი გაუტანეს საქართველოს ნაკრებს. როლანდ სვანიძის გუნდი მესამე პერიოდში გატყდა, როდესაც ჰოკეისტებს დაღლა დაეტყოთ. საბოლოოდ, 4:9 კორეელების სასარგებლოდ.

პირველი პერიოდი 2:2 მორჩა, მეორე და მესამე პერიოდები კი ჩრდ. კორეელებმა მოიგეს: 3:2 და 4:0

B დივიზიონის მატჩები მექსიკაში იმართება, საქართველოს ნაკრები კი ჩრდილოეთ კორეის გარდა, მასპინძელ მექსიკას, ახალ ზელანდიას, ისლანდიას და ისრაელს უწევს კონკურენციას. A ჯგუფში გადასასვლელად ჯგუფის მოგებაა საჭირო, თუმცა როგორც popsport.com-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ოლივერ ობოლგოგიანმა განაცხადა, გუნდის რეალური მიზანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, ამისთვის კი ორი გამარჯვება საკმარისი იქნება. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 22 აპრილს მექსიკასთან გამართვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები