Thumbnail

ფაბიო ფონინის ტრიუმფი მონაკოში - ნადალის შემდეგ, იტალიელმა ფინალიც მოიგო!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მონტე კარლოს მასტერსი ფაბიო ფონინიმ მოიგო
  • იტალიელმა ნახევარფინალში ნადალი, ფინალში კი ლაიოვიჩი დაამარცხა

რაფაელ ნადალის სენსაციურად დამარცხების შემდეგ, ფაბიო ფონინიმ მონტე კარლოს ATP-მასტერსის ფინალიც მოიგო და კარიერის საუკეთესო ტიტულს დაეუფლა!

იტალიელმა, რომელმაც ‘თიხნარის მეფედ’ წოდებული ნადალი ნახევარფინალში ორ სეტში დაამარცხა, ფინალი დუშან ლაიოვიჩს ასევე ორ სეტში, 6:3, 6:4 მოუგო. სერბის ფინალში გასვლაც დიდი სენსაცია იყო.

31 წლის ფონინის ტრიუმფთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მონტე კარლოს მასტერსს ფავორიტები ნაადრევად გამოეთიშნენ. ნადალთან ერთად, ასპარეზობა მოსალოდნელზე ადრე დაასრულეს ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც. ფონინიმ თიხნარზე ნადალს უკვე მესამედ მოუგო! ამაზე მეტი მარცხი ესპანელს მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩთან (7) აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები