Thumbnail

‘1000 პროცენტით გადაწყვეტილია!’ - კრიშტიანო რონალდომ მომავალზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსთან მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს შესახებ სპეკულაციები დაიწყო
  • პორტუგალიელმა ჭორებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

იტალიის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, იუვენტუსის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბის შეცვლას არ აპირებს.

“იუვენტუსში ვრჩები! 1000 პროცენტით!” - აღნიშნა კრიშტიანომ ფიორენტინასთან მოგების (2:1) შემდეგ, რომლითაც ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მერვე ‘სკუდეტო’ გაინაღდა.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი სეზონი შესანიშნავი იყო. ახალ გუნდსა და გარემოს კაგად შევეჩვიე. ჩვენ მოვიგეთ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი. ეს ნადვილად არ იყო ადვილი. ჩემპიონთა ლიგაში საქმე ცუდად წავიდა, მაგრამ მომდევნო სეზონში ისტორიის ახალ თავს დავწერთ. ფანებს სწორედ ეს უნდათ და ეს გვინდა ჩვენც,” - დასძინა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის პორტუგალიელი იუვენტუსში გასულ ზაფხულს, მადრიდის რეალიდან გადავიდა. ტურინელთა უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, მაგრამ იუვე მეოთხედფინალში ამსტერდამის აიაქსმა დაამარცხა. ამის შემდეგ იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ რონალდო ტურინული კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა.

კრიშტიანოს სერია A-ს 27 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და მის ანგარიშზე 11 საგოლე პასია. ჩემპიონთა ლიგაში მან, იუვეს ფორმით, 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები