Thumbnail

სენსაცია მონაკოში - ნადალის ისტორიული მარცხი ფონინისთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მარცხი იწვნია
  • ესპანელი თიხნარზე ასე არ აგებს ხოლმე

მონტე კარლოს ATP-მასტერსზე იტალიელმა ფაბიო ფონინიმ, ყველასათვის მოულოდნელად, ‘თიხნარის მეფე’ რაფაელ ნადალი დაამარცხა და ფინალში გავიდა!

ფაბიო ფონინიმ დიდი სენსაცია მოახდინა

ფონინიმ, რომელიც მე-13 ნომრადაა განთესილი, როლან გაროსის 11-გზის გამარჯვებული ესპანელი სულ ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა და ეს მხოლოდ და მხოლოდ 1 საათსა და 36 წუთში შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნადალს მონტე კარლოს მასტერსი 11-ჯერ აქვს მოგებული.

რაფა ფონინის წინააღმდეგ საკუთარ თავს არ ჰგავდა - ესპანელმა თამაშის პირველივე მოწოდება წააგო! მართალია, ნადალი დაბრუნდა და პირდაპირ რებრეიკი შეასრულა, მაგრამ ფონინიმ თამაშზე კონტროლი მალევე დაიბრუნა ბრეიკით 5:4 დაწინაურდა, პირველი სეტი კი 6:4 მოიგო. მეორე სეტში კი ესპანელი უკვე უშანსოდ იყო, რაც უდიდესი სენსაციაა! იტალიელი თიხნარის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს 5:0-ს უგებდა და, მართალია, სამი მატჩპოინტი გაანიავა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიგო - 6:2.

ფინალში ფონინი სერ დუშან ლაიოვიჩს შეხვდება, რომელიც განუთესავი იყო! მან ნახევარფინალში მე-10 ნომრად განთესილი რუსი დანიილ მედვედევი ასევე ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა.

📺 ვიდეო: ფაბიო ფონინი 6:4, 6:2 რაფაელ ნადალი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები