Thumbnail
  • 21 აპრილს დრაფტზე დადგომის ბოლო დღეა
  • ბითაძის აგენტმა ინფორმაცია დაადასტურა
  • NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს გაიმართება

NBA-ს 2019 წლის დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკის Barclays Center-ში გაიმართება - ბრუკლინში გოგა ბითაძის არჩევას ველით. ESPN-ის ინფორმაციით, ქართველი ცენტრი ოფიციალურად დადგა დრაფტზე, ამის შესახებ გამოცემას გოგას აგენტმა მიშკო რაჟნატოვიჩმა უთხრა.

ის მოთამაშეები, რომლებსაც ავტომატურად არ აქვთ დრაფტზე დადგომის უფლება, "ადრეულ კანდიდატებად" ითვლებიან. მათ დრაფტამდე 60 დღით ადრე უნდა შეიტანონ განაცხადი. წლეულს დედლაინი 21 აპრილია, თუმცა გოგამ ერთი დღით დაასწრო მოვლენებს და დრაფტზე კანდიდატურა შეიტანა. ამის შემდეგ მოთამაშეს უფლება ეძლევა წინასადრაფტო კემპემბში მონაწილეობა მიიღოს. 

წაიკითხესამი ქართველის შანსი NBA-ს დრაფტისთვის

გოგა ბუდუჩნოსტის რიგებში ევროლიგაში საშუალოდ 12.1 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2.3 ბლოკს აკეთებდა, რამაც მისი პოზიციები უფრო გაამყარა. ახლა ESPN 19 წლის ქართველს დრაფტის მე-19 ნომრად მიიჩნევს.
გოგა ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზის მთავარი ფავორიტია (გამოცხადდება ევროლიგის ფინალური ოთხეულის დროს). ამასთან, ბითაძე ბუდუჩნოსტთან ერთად ადრიატიკის ლიგის სუპერფინალშია, სადაც ანგარიში 2:2-ია. 

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე დრაფტზე შარშანაც დადგა, თუმცა საბუთები 10 დღით ადრე გამოიტანა. ამის უფლება მას წლეულსაც აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები