Thumbnail

ზიულეს გამარჯვების გოლი - ბაიერნმა ვერდერს ზედიზედ მე-17-ედ მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაიერნი 1:0 ვერდერი
  • გამარჯვების გოლი ნიკლას ზიულემ გაიტანა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნმა "ალიანც არენაზე" 1:0 დაამარცხა ვერდერი და 70 ქულით პირველ ადგილზეა. "რეკორდმაისტერი" უკვე 4 ქულით უსწრებს დორტმუნდის ბორუსიას, რომელიც კვირას ფრაიბურგს ესტუმრება. ბრემენის ვერდერი 46 ქულით მე-8 ადგილზეა.

ბაიერნს ნიკლას ზიულემ მოაგებინა, რომელმაც 75-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი რიკოშეტით ირჟი პავლენკას კარში გავიდა. მანამდე ვერდერი 10 კაცით დარჩა - 58-ე წუთზე მილოშ ველიკოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ფრანკ რიბერის ვერდერთან 22 მატჩში ერთხელაც არ წაუგია და 12 გოლი აქვს გატანილი ბრემენელთა კარში.

⚽ ველიკოვიჩი ვერდერის მეორე ფეხბურთელია, ვინც ბაიერნთან ამ სეზონში გააძევეს, პირველ წრეში წითელი ბარათი მოისანდერმა მიიღო.

⚽ ნიკლას ზიულემ ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა, ორივე "ალიანც არენაზე".

⚽ ვერდერმა პირველად ვერ გაიტანა ოფიციალურ მატჩში ამ სეზონში.

⚽ ვერდერმა ბაიერნთან ზედიზედ მე-17 მატჩი წააგო.

⚽ ბოლოს ვერდერმა ბაიერნს 2008 წლის 21 სექტემბერს მოუგო. 

ბაიერნი 1:0 ვერდერი

გოლი: 1:0 ზიულე (75)

ბაიერნი (4-4-2): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - გნაბრი (87. სანშეში), ხავი მარტინესი (59. გორეტცკა), ტიაგო ალკანტარა, კომანი - მიულერი (70. რიბერი), ლევანდოვსკი  

კომენტარები

ბოლო ამბები