Thumbnail

მალდინის რეკორდი ბუფონის მოტივაციაა - გადაიფიქრებს ჯიჯი კარიერის დასრულებას?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონი ისევ ტრავმირებულია.
  • თუ კარიერის დასრულებას არ გადაიფიქრებს, ჯიჯი პაოლო მალდინის რეკორდს ვერ დაამხობს.
  • მილანის ლეგენდას სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო და ჯანლუიჯი ბუფონს რუსეთში ეასპარეზა, იტალიური ფეხბურთის ლეგენდისთვის ეს მეექვსე მუნდიალი იქნებოდა და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდებოდა. ჯიჯი ლოთარ მათეუსისა (გერმანია) და ანტონიო კარბახალის (მექსიკა) რეკორდებს დაამხობდა, რომლებმაც 5-5 მუნდიალზე იასპარეზეს.

ბუფონმა, შესაძლოა, კარიერის დასრულება გადაიფიქროს

ბუფონმა ამ გრანდიოზული რეკორდის დამყარების შანსი ხელიდან გაუშვა, ახლა კი ვეღარც სერია A-ს რეკორდს დაამყარებს. იუვენტუსის 39 წლის მეკარე იტალიის ჩემპიონატში პაოლო მალდინის რეკორდს უმიზნებდა, რომელსაც სერია A-ში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ბუფონს მალდინის რეკორდის დასამხობად 18 მატჩი სჭირდება, სეზონის ბოლომდე კი 17 ტურია დარჩენილი.

დეკემბრის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ ბუფონს აღარ უთამაშია და რაკი ჯენოასთანაც (1:0, დუგლას კოშტას გოლით) ვერ იასპარეზა, მალდინის რეკორდი (646 მატჩი სერია A-ში) მისთვის მიუწვდომელი გახდა.

თუმცა, იტალიაში სჯერათ: ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ ბუფონმა ზაფხულში კარიერის დასრულება გადაიფიქროს და დიდ ფეხბურთში კიდევ ერთი წლით დარჩეს.

► ტალანტები აღარ არიან, ტალანტები! - გულახდილი ინტერვიუ ჯიჯი ბუფონთან

კომენტარები

ბოლო ამბები