Thumbnail
  • ორლანდო მეჯიქი 93:98 ტორონტო რაპტორსი
  • ინდიანა პეისერსი 96:104 ბოსტონ სელტიკსი

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში ორლანდომ საკუთარ მოედანზე ტორონტო მიიღო და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. 

მატჩის მთავარი გმირი სტუმართა ფორვარდი პასკალ სიაკამი გახდა, რომელმაც თამაშიდან 20-ჯერ ტყორცნა და 13-ჯერ ზუსტად. საბოლოოდ სიაკამმა ორმაგი დუბლი შეასრულა (30 ქულა, 11 მოხსნა) და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლი ჰქონდათ კავაი ლეონარდსა (16 ქულა, 10 მოხსნა) და კაილ ლოურისაც (12 ქულა, 10 პასი). ორლანდოში კი ყველაზე შედეგიანი მცველი ტერენს როსი იყო 24 ქულით, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს, ბოლო წამებზე ცენტრიდან ზუსტი ტყორცნითაც გამოირჩა.

მასპინძელთა ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა 22 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

სერიაში ზედიზედ ორი მოგებული მატჩის შემდეგ, დაწინაურება ტორონტომ მოახეხრა - 2:1. ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირება 22 აპრილს, ისევ ორლანდოში შედგება. 

📺 ვიდეო: სათამაშო დღის TOP5 მომენტი

ბოსტონი შანსს არ იძლევა

ბოსტონ სელტიკსი ინდიანა პეისერსს ჯერჯერობით შანსს არ უტოვებს. ამჯერად სელტიკსმა სტუმრად მოუგო მეტოქეს და სერიაში 3:0-ს იგებს. 

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 41:28 მოიგეს, მეორე კი 18:33 დათმეს, მაგრამ ამის შემდეგ უკვე მობილიზება მოახერხეს და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანეს.

ჯელიენ ბრაუნმა თამაშიდან 9-ჯერ ტყორცნა და 8 ჩააგდო 

თამაშის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბოსტონის მცველი ჯეილენ ბრაუნი გახდა (23 ქულა), რომელმაც პერიმეტრიდან 5-იდან 4-ჯერ ზუსტად ტყორცნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა კაირი ირვინგს (19 ქულა, 10 მოხსნა). ინდიანაში 19 ქულით ტაირიკ ევანსი გამოირჩა, 15-ით - ბოიან ბოგდანოვიჩი. 

ბოსტონისა და ინდიანას მომდევნო შეხვედრა ისევ ინდიანაპოლისში, 21 აპრილს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები