Thumbnail

ამირ ხანის ბოლო შანსი! კვირას ნიუ იორკში მაგარი ჩხუბია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅  21 აპრილი | ⌚ 07:00  |   კროუფორდი V ხანი
  • ბრიტანელი მოკრივის ბოლო შანსი...

21 აპრილს თბილისის დროით დილის 7 საათზე, მსოფლიოს ყოფილი 2 გზის ჩემპიონი - ამირ ხანი ნიუ იორკის მედისონ სქუერ გარდენში დაუმარცხებელ ტერენს კროუფორდს დაუპირისპირდება.

ამერიკელს პროფესიულ კრივში დებიუტის შემდეგ 35 ბრძოლა აქვს მოგებული, მათ შორის 25 ნოკაუტით და 3 წონაში ერთად ფლობს თითქმის ყველა სახეობის ქამარს.

ამირ ხანი კანელო ალვარესთან საშინელი მარცხის შემდეგ რეაბილიტირდა და ბოლო ორი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა 32 წლის ვეტერანს ქამრების დაბრუნება სურს.

"მიხარია ამდენი წლის შემდეგ კვლავ ტიტულისთვის ბრძოლა, როდესაც საუკეთესოსთან ჩხუბობ, სხვა დატვირთვით და მონდომებით ემზადები. ამ ასაკში, შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს, მეორედ შანსის მოპოვება გამიჭირდება." - ამბობს ბრიტანელი.

შეძლებს კროუფორდი ტიტულების დაცვას?

კომენტარები

ბოლო ამბები