Thumbnail

PREVIEW | ბასკები V გრანდები - ბარსას ტიტულის მოგება ეჩქარება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 20 აპრილი | ⌚ 18:15 | ⚽ ეიბარი V ატლეტიკო
  • 📅 20 აპრილი | ⌚ 22:45 | ⚽ ბარსელონა V რეალ სოსიედადი
  • 📅 21 აპრილი | ⌚ 18:15 | ⚽ რეალი V ბილბაო

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ბარსელონა ტიტულის შენარჩუნების უპირველესი ფავორიტია. დიეგო სიმეონე არასდროს ნებდება, მაგრამ მისი ატლეტიკო ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება - რეალი კი თანაქალაქელ ატლეტიკოს თუ გადაუსწრებს. მოკლედ, სამეული თითქმის გარკვეულია - მთავარი ინტრიგა კი მე-4 ადგილისთვის ბრძოლაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ბოლო საგზურს იძლევა. 

ვალვერდეს ტიტული ეჩქარება

მოწინავე სამეულისთვის 33-ე ტური ბასკურია - სამივე გრანდი ბასკურ კლუბებს დაუპირისპირდება. ერნესტო ვალვერდეს ბარსა "კამპ ნოუზე" რეალ სოსიედადს მასპინძლობს.

რაფინია ამ სეზონში ბარსას ვერ დაეხმარება, საეჭვოა უმტიტისა და ვერმალენის თამაშიც, თუმცა კატალონიელები უკვე მიეჩვიენ ამ ტრიოს გარეშე თამაშს. დაცვის ცენტრში პიკეს ლონგლე შეუწყვილდება. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამჯერად, ნელსონ სემედუს უნდა ველოდოთ. ვალვერდეს მისიაა, რაც შეიძლება მალე გაირკვეს ტიტულის საკითხი, ამიტომ ბარსა ბასკებთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. სტუმრებს დავიდ ზურუტუზა აკლიათ, საეჭვო იანუზაის, ზუბელდიასა და ილიარამენდის თამაში

ბარსელონა V რეალ სოსიედადი

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე

შეტევაში პრობლემებია

მდევარი ბასკეთში ჩადის და ეიბარს სტუმრობს. ეიბარს ევროზონას 9 ქულა აშორებს, გადარჩენისთვის საკმარისი 40 ქულა კი უკვე მოაგროვა. მოკლედ, უმოტივაციოდაა. ატლეტიკოს დისკვალიფიკაციის გამო დიეგო კოშტა და ანტუან გრიზმანი არ ეყოლება. ლუკა ერნანდესი სეზონის ბოლომდე ტრავმირებულია. საეჭვოა გოდინისა და სავიჩის თამაშიც. 

იან ობლაკი ატლეტიკოში 2023 წლამდე დარჩა

ეიბარი V ატლეტიკო

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, საულ ნიგესი - ა. კორეა, როდრი ერნანდესი, თომასი, კოკე - მორატა, ვიტოლო

კაპიტნის გარეშე

კვირას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბასკთა მთავარი გუნდი, ბილბაოს ატლეტიკი ითამაშებს. ბასკები თუ ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში აშკარა აუტსაიდერები არიან, ევროპალიგის საგზურის მოპოვება რეალურად შეუძლიათ. ზინედინ ზიდანს არ ეყოლება კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც ტრავმირებულია. არც მარიანო, ვინისიუსი და კურტუა იქნებია, კროოსის თამაშიც საეჭვოა. ბასკებს კაპა, იბაი, დანი გარსია და დე მარკოსი არ ეყოლებათ. 

ვინისიუსმა ვარჯიში განაახლა

რეალი V ბილბაო

რეალი (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე - ასენსიო, ბენზემა, ისკო 

საინტერესო ფაქტები

⚽ რეალმა ლა ლიგაში ბოლო 3 საშინაო მატჩი მოიგო.

⚽ ამ შეხვედრებში რეალს სულ მცირე, 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ რეალისა და ბილბაოს ბოლო სამ მატჩში (ყველა შეჯიბრება) 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

⚽ ბარსელონას 20 ტურია, რაც არ წაუგია ლა ლიგაში. 

⚽ ბარსელონამ ბოლო 12 საშინაო მატჩიდან (ლა ლიგა) 11-ში 2-2 გოლი მაინც გაიტანა.

⚽ რეალ სოსიედადს ბოლო 6 საგარეო მატჩია, რაც არ მოუგია ლა ლიგაში.

⚽ ატლეტიკომ ლა ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა.

⚽ ატლეტიკოს ეიბართან ბოლო 13 მატჩი არ წაუგია (ყველა შეჯიბრება).

⚽ ეიბარს შინ ლა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან 11-ში არ წაუგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები