Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა
  • ვიტორიელებმა ცსკა-ს სტუმრად მოსკოვში აჯობეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს
  • ბასკონიას ქართველი კაპიტანი კმაყოფილია, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ ბრძოლა წინაა

თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა - ცსკა-ს ტურნირის პლეი ოფის პირველი წრის მეორე მატჩი მოსკოვში 78:68 მოუგო და სერია გაათანაბრა - 1:1. 

"ვიტორიელებმა რუსეთის დედაქალაქში გამარჯვება 14 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს და ამას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. კლუბების ბიუჯეტებს შორის სხვაობის (ბასკების 16 მილიონია, რუსების - 40) მიუხედავად, კალათბურთში ყველაფერი შესაძლებელია", - წერს as.com, რომელიც ბასკონიას კაპიტნის თორნიკე შენგელიას სიტყვებს აქვეყნებს.

შენგელია ბასკონიას გამარჯვებაში7 ქულით დაეხმარა 

"14 წლის შემდეგ მოსკოვში გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. უნდა დავტკბეთ ამ მომენტით, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ სწორად და რა - არასწორად. საქმე მოსალოცად გვაქვს, რადგან შთამბეჭდავი სამუშაო გავწიეთ და იმედი მაქვს, საშინაო მატჩში ჩვენი დარბაზი გაივსება და ცსკა-ს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ გამარჯვებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო, მთავარი ბრძოლები კი წინ გვაქვს", - ამბობს თორნიკე, რომელმაც მოსკოვურ დაპირისპირებაში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა, 1 ბლოკი მიითვალა.

📺 თოკოს შესვლა

📺 გამარჯვების სიხარული

Buesa Arena-ზე ბასკონიასა და ცსკა-ს სერიის მესამე დაპირისპირება 24 აპრილს გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა, რის შემდეგაც ტურნირის გამარჯვებულს ოთხთა ფინალი გამოავლენს. წელს ევროლიგის ოთხთა ფინალი ვიტორიაში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები