Thumbnail

არ არის ემბიიდი, არ არის პრობლემა - ფილამ ბრუკლინში მოიგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ბრუკლინ ნეთსი - ფილადელფია სიქსერსი 115:131
  • ბენ სიმონსმა 31 ქულა ჩააგდო, ტობიას ჰარისმა 29
  • სიქსერში სერიაში 2:1 დაწინაურდა, მომდევნო მატჩიც ბრუკლინშია

ფილადელფიამ პირველივე გასვლით შეხვედრაში საშინაო მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. სიქსერსი ტრავმირებული ლიდერის, ჯოელ ემბიიდის გარეშე თამაშობდა. პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც საუკეთესოები ჯიმი ბატლერი და ემბიიდი იყვნენ, გუნდს ტობიას ჰარისმა (29 ქულა)  და ბენ სიმონსმა (31 ქულა) ულიდერეს. ჰარისს 16 მოხსნაც დაუგროვდა, სიქსერსის ავსტრალიელ გამთამაშებელს კი - 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. სროლა წაუვიდა ფილას მთავარ მსროლელს - ჯეი ჯეი რედიკს - 26 ქულა.  ჯამში მხოლოდ ამ სამეულმა 86 ქულა მოაგროვა.

ბრუკლინის ლიდერმა დეანჯელო რასელმა თავისი 26 ქულა ჩააგდო.  საერთოდაც ბრუკლინი ურიგოდ არ უტევს და დაცვა კვლავ რჩება ფილადელფიას მთავარ პრობლემად - ფილა თამაშში საშუალოდ 115 ქულას იღებს და ეს ფავორიტისთვის ძალიან ბევრია. თუმცა როდესაც ფილას სამქულიანი სროლები მისდის ( 27-დან 11 ჩაგდებული სამიანი - 40.7 % ზუსტი სროლები) - ბრუკლინის დაცვა ვერაფერს ვეღარ ახერხებს. შედეგად, ფილამ ყველა მეოთხედში 30-ზე მეტი ქულა ჩააგდო (ჯამში 131) და პირველ მეოთხედშივე მოპოვებული 8 ქულიანი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ფილა ძალიან კარგად ამოძრავებდა ბურთს - მათ 26 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდათ, ბრუკლინს კი მხოლოდ 12. ფილა სერიაში 2-1 დაწინაურდა. მეოთხე მატჩს კვლავ ბრუკლინი უმასპინძლებს. თუკი მასპინძლებს საბოლოო გამარჯვების მოპოვება სურთ, კიდევ ერთი საშინაო შეხვედრის წაგების უფლება აღარ აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები