Thumbnail

ცსკა დამარცხებულია! შენგელიასა და ჯენინგის ბასკონიამ სერია მოსკოვში  გაათანაბრა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცსკა 68:78 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია - 7 ქულა, 5 მოხსნა
  • მეტ ჯენინგი - 3 ქულა, 2 მოხსნა
  • III მატჩი 24 აპრილს ვიტორიაში

მოსკოვში ევროლიგის პლეი ოფის პირველი წრის მეორე დაპირისპირება ცსკა-სა და ბასკონიას შორის მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ქართველთა ბასკურმა გუნდმა 10 ქულის სხვაობით, 78:68 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 

სტუმართა კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მეტ ჯენინგი კი - სათადარიგო. შენგელიამ 22:37 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2-2 პასი და ჩაჭრა, 1 ბლოკი მიითვალა. ჯენინგის ანგარიშზე 9:26 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ვენსან პოარიე იყო14 ქულით და 15 მოხსნით. 

თორნიკეს შესვლა 

სერიის მესამე მატჩს ვიტორია უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ოთხთა ფინალიც ვიტორიაში გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები