Thumbnail

ერთა ლიგა იქნება? ექვსი ერი მსოფლიო რაგბის წინადადების განხილვას დათანხმდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ექვსი ერის განცხადება
  • ყველაფერი 22 მაისს გადაწყდება?

ექვსი ერის ორგანიზაცია დათანხმდა, განიხილოს მსოფლიო რაგბის წინადადება მსოფლიოს ერთა ლიგის შექმნასთან დაკავშირებით. 

"ექვსი ერის საბჭო დღეს შეიკრიბა ყველა შესაძლო ვარიანტის განსახილველად, რომელიც მომავალი ტურნირის სტრუქტურას შეეხება. ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას მსოფლიო რაგბის წინადადებასთან დაკავშირებით. უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოლაპარაკების დეტალები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იქნება. ექვსი ერი მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გააკეთებს. ჩვენ გავარგრძელებთ სხვა ვარიანტების განხილვასაც", - ასე გაურკვევლად წერია ექვსი ერის განცხადებაში.

როგორც იცით დაახლოებით ორი თვის წინ მსოფლიოს რაგბიმ ერთა ლიგის პროექტი გამოაქვეყნა. ეს ტურნირი 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. 

სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნები უკვე დათანხმდნენ პროექტს. "გარდიანის" ინფორმაციით, ექვსი ერის ქვეყნებიდან საფრანგეთი თანახმაა, დანარჩენ 5-ს კი არ მოსწონს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ექვს ერში გავარდნა/აღზევების სისტემის შემოღების გამო. 

გადაწყვეტილებას საბოლოოდ ალბათ, 22 მაისს მიიღებენ, როცა მსოფლიო რაგბის საბჭო დუბლინში შეიკრიბება. 

მსოფლიო რაგბის პროექტი დეტალურად  

Nations Championship

World Rugby has moved to clarify the organisation’s position on the merits and structure of a Nations Championship concept in advance of key meetings in Dublin next week.

Posted by World Rugby on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები