Thumbnail

ტრამპი ტოჩინოშინს ნახავს - ამერიკის პრეზიდენტი ბაშოს დაესწრება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 26 მაისს ბაშოს სპეციალური სტუმარი ეყოლება
  • აშშ-ს პრეზიდენტი დოჰიოზე, ვის დააფასებს ტრამპი
  • ტოჩინოშინს ბაშოზე 10 მოგება სჭირდება 
ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მეც მოვინდომებ - მიზანი 10 მოგებაა

12-26 მაისს ტოკიოში წლის მესამე სუპერტურნირი, ნაცუ (ზაფხულის) ბაშო გაიმართება. ამ ბაშოზე ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მთავარი ამოცანა ოძეკის ტიტულის დაბრუნებაა.

ოჩინოშინი 30 აპრილს ოფიციალურად დაქვეითდება სეკივაკეს რანგში, ხოლო ტიტულს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუკი 15-დან 10 ორთაბრძოლას მოიგებს.

ნაცუ ბაშოს უკანასკნელ დღეს, 26 მაისს სპეციალური სტუმარი ეყოლება - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. "თეთრმა სახლმა" Ryogoku-ს უკვე შეუკვეთა წინა რიგის ადგილები პრეზიდენტისთვის. ტრამპი იაპონიაში მაისის ბოლოსკენ სამდღიანი ვიზიტით ჩადის იაპონიის პრემიერ შინზო აბესთან მოსალაპარაკებლად. დიდი ალბათობით, ტრამპთან და აბესთან ერთად ბაშოს გადამწყვეტ დღეს იაპონიის ახალი იმპერატორი (აკიჰიტო 30 აპრილს გადადგება) და დედოფალი დაესწრებიან. 

მეტიც, ტრამპი მოწადინებულია, რომ ბაშოს გამორჩეული სუმოისტი თავად დააჯილდოვოს. იქნება, ეს იმპერატორის 40-კილოიანი თასი, თუ რაიმე სპეციალური პრიზი ჯერ ცნობილი არ არის. 

ყველაფერი იდეალურად თუ აეწყო ტოჩინოშინისთვის, ჩვენ შეიძლება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის პრეზიდენტისგან ქართველი სუმოისტის დაჯილოდვება ვიხილოთ. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტები, ტოჩინოშინი და გაგამარუ გაზაფხულის ტურზე (ჯუნგიო) იმყოფებიან, რომელიც 29 აპრილამდე გაგრძელდება. 

ტოჩინოშინი გაზაფხულის ტურზე

კომენტარები

ბოლო ამბები