Thumbnail
  • თოკოს ჩატენვა ევროლიგის პლეი ოფის პირველი ტურის ტოპმომენტებში მოხვდა
  • ცსკა-სთან მარცხის მიუხედავად, ბასკონიას კაპიტანი მაინც ყურადღების ცენტრშია

ბასკონიას ქართველი კაპიტნის თორნიკე შენგელიას ჩატენვა ევროლიგის პლეი ოფის პირველი ტურის ხუთ საუკეთესო სათამაშო მომენტს შორის დაასახელეს. 27 წლის კალათბურთელის ეპიზოდი მესამე ადგილზე გავიდა.

📺 თორნიკე შენგელიას ჩატენვა

თოკოს გუნდმა ევროლიგის პლეი ოფი ცსკა-სთან, სტუმრად მოსკოვში მარცხით დაიწყო (68:94). ქართველმა მძიმე ფორვარდმა არმიელებთან 19 წუთში 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დააგროვა. მის თანაგუნდელს კლუბსა და ნაკრებში მეტ ჯენინგს კი 5 ქულა, 2 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა. 

თორნიკესთვის ბურთის წართმევას არმიელები ასეც ცდილობდნენ

სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება, ცსკა დაწინაურდა, ამ გუნდების მეორე დაპირისპირება კი 18 აპრილს, ისევ მოსკოვში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები