Thumbnail

ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას ორჯერ მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა
  • ჯერ 7:1 დაამარცხა მეტოქე, ხოლო შემდეგ 5:3 გაიმარჯვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმამართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 5:3 დასრულდა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.

საქართველო 5:3 ლიეტუვა

გოლები: 1:0 თოდუა (13’), 1:1 სენძიკასი (20), 2:1 გლინსკისი (25), 3:1 თოფურია (29), 3:2 ვოსკუნოვიჩი (31), 4:2 სებისკვერაძე (33), 5:2 კურტანიძე (35), 5:3 ზაგურსკასი (38).

საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე.

საქართველოს და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და ავთანდილ ასათიანის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:1 დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ტურნირი პოლონეთში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებს კი მასპინძელის გარდა, ესპანეთთან და ფინეთთან მოუწევს დაპირისპირება.

საქართველო 5:3 ლიეტუვა
ფოტოები: GFF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები