Thumbnail

Faker Forbes-ის სიაში | სანგ-ჰიეოკის ხელფასი წელიწადში $2.6 მილიონია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Faker Forbes-მა წარმატებული ახალგაზრდების სიაში შეიყვანა
  • LoL-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეს შემოსავლის არაერთი წყარო აქვს
  • კორეელი ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა

League of Legends-ის სუპერვარსკვლავი და SK Telecom T1-ის მიდლეინერი ლი 'Faker' სანგ-ჰიეოკი Forbes Asias-მ იმ 30 ადამიანში შეიყვანა, რომლებმაც გართობისა და სპორტის სფეროში 30 წლამდე მიაღწიეს წარმატებას.

Faker LoL-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, პირველ რიგში იმიტომ, რომ მიდლეინზე შეუდარებელია და SK Telecom-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ - 2013, 2015, 2016 წლებში მოუტანა. 22 წლის სამხრეთ კორეელი საუკეთესოსთან ერთად ყველაზე პოპულარული მოთამაშეცაა და მისი წვლილი იმაში, რომ თავად League of Legends-ის eSports სცენა მილიონობით ადამიანს აინტერესებს, ძალიან დიდია.

სიაში შეყვანისას Forbes-მა გაითვალისწინა ისეთი ფაქტორები როგორებიც ლიდერობის უნარი, მოვლენებზე გავლენა და წარმატებაა. Faker კი თითოეულ ამ კრიტერიუმს იდეალურად აკმაყოფილებს.

მხოლოდ ტურნირებზე მოგებული საპრიზო თანხის სახით სანგ-ჰიეოკს $1.175 მილიონი აქვს მიღებული. გარდა ამისა, ის შემოსავალს SK Telecom-იდან, ხელფასის სახითაც იღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Faker ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კიბერ სპორტსმენია. ჰონგ 'YellOw' ჯინის განცხადებით, კორეელი სუპერვარსკვლავის წლიური ხელფასი სამი მილიარდი ვონია, რაც 2.6 აშშ დოლარია.

სხვადასხვა წყაროები ასევე ამბობენ, რომ კორეელმა მხოლოდ SKT-სთან კონტრაქტის გაგრძელებისთვის $2.5 მილიონი აიღო. გარდა ხელფასისა და ტურნირებიდან მოპოვებული თანხებისა, Faker ფულს სასპონსორო ხელშეკრულებებიდან და Twitch-ის სტრიმებიდანაც შოულობს.

ელექტრონული სპორტის სცენაზე ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს აქვს ისეთივე გავლენა და ცნობადობა, როგორიც სანგ-ჰიეოკს. ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ ის მხოლოდ 22 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამინდელ მონაგარს, მომავალშიც ბევრს დაუმატებს.

Faker არ არის პირველი eSports პერსონა, რომელიც Forbes-ის ამ სიაში მოხვდა. კორეელამდე ასეთივე პატივი Team Liquid-ის მოთამაშე ილიანგ 'Doublelift' პენგს, Dota 2-ის ჩემპიონ იონა 'Notail' სუნდსტეინს და Counter Strike: GO-ს მეიჯორის გამარჯვებულ ჯეიკ 'Stewie2k' იპს ერგოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები