Thumbnail

U18 | ზედიზედ მე-5 ფინალი! 10 ლელო რუსეთის ნაკრებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთი (U18) 64:10 საქართველო (U18)
  • საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს ორ თამაშში 17 ლელო დაუგროვდა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კალინინგრადში, სლემას სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთთან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთის ნაკრებს 9 ლელო დაუდეს. საქართველო მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და პირველი ნახევარი 31:3 მოიგო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა მატკავას საოცარი მატჩი, რომელმაც რამდენჯერმე გაჭრა რუსების ხაზი, რასაც რამდენიმე ლელო მოჰყვა.

დავით ჩავლეიშვილის გუნდმა ტემპი არც მეორე ტაიმში დააგდო და საბოლოო მეტოქე 64:10 გაანადგურა. სამწუხაროა, რომ ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' ქულები გაუშვეს, თუმცა უნდა აღინიშნოს საოცარი შედეგიანობა შეტევაში - 2 მატჩში 17 ლელო.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინალში ესპანეთი იქნება, რომელმაც პორტუგალიას 20:5 სძლია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე ფინალს ითამაშებს.

რუსეთთან ლელოები გაიტანეს: ლაშა კაკაურიძე, ლუკა ივანიშვილი, ტატო გვიმრაძე, ლუკა მატკავა, ლუკა პეტრიაშვილი, ზაურ ლუტიძე, ლევან ქუშაშვილი, დათო ნინიაშვილი, თემურ კოხოძე.

საქართველო 64:10 რუსეთი • რუსეთთან რუსეთში 10 ლელო 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები