Thumbnail

ტოჩინოშინი: ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მეც მოვინდომებ - მიზანი 10 მოგებაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის მიზანი ბაშოზე 10 მოგებაა
  • ახალი რეიტინგი 30 აპრილს გამოქვეყნდება

daily.co.jp-სთან კომენტარში ქართველმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მაისის ბაშოზე თავის მიზნებზე ისაუბრა: "შევეცდები, დაკარგული დავიბრუნო, მაგრამ ეს იოლად არ მოვა. საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ვიცი, რომ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მეც ძალიან მოვინდომებ - ბაშოზე 10 მოგებას ვგეგმავ", - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება, რომელშიც ზედიზედ ორი უარყოფითი ბალანსისთვის ლევან გორგაძე ოძეკის რანგს დაკარგავს და სეკივაკე გახდება. სუმოს ასოციაციამ უკვე დაუთქვა ქართველს პირობა - თუ მაისის ბაშოზე 15-დან 10 ბრძოლას მოიგებს, ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს. ნაცუ ბაშო ტოკიოში 12-26 მაისს გაიმართება. 

მეტი ამ თემაზე

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები