Thumbnail

'ის ნამდვილი აიაქსელი იყო' - შოთა არველაძის TOP 10 გოლი აიაქსში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ajax1.nl-მ შოთა არველაძეს სტატია მიუძღვნა
  • 72 გოლი აიაქსის მაისურით

ახლახან ajax1.nl რუბრიკაში "მივიწყებული ფეხბურთელები" სტატია შოთა არველაძეს მიუძღვნა. 
"რა თქმა უნდა, ასაკით ცოტა დიდ ფანებს ქართველი ფორვარდი არ დავიწყებიათ, რადგან მან კლუბს ბევრი სიხარული და წარმატება მოუტანა", - თავიდანვე განმარტავს საიტი, რომელიც შოთას "ნამდვილ აიაქსელს" უწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ 46 წლის შოთა ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია. მან კარიერის ოთხი სეზონი გაატარა აიაქსში.

აიაქსის მაისურით სულ 72 გოლი გაიტანა

შოთა აიაქსში 1997 წელს ტრაბზონიდან გადავიდა (დაახლოებით 1.6 მილიონი ევრო), ხოლო 2001 წელს ჰოლანდიურმა კლუბმა ის რეინჯერსში (4.5) გაყიდა.

შოთას გოლები აიაქსში

ajax1.nl-ს სტატიაში ჩასმული აქვს AJAX TV-ის მიერ შეგროვებული შოთას გოლების ტოპ-10, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ. 

არველაძემ ჰოლანდიის ერედივიზიეს 156 მატჩში 91 გოლი გაიტანა (აიაქსის და ალკმაარის მაისურით) და 24 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა მას თასზე და ევროთასებზეც ბლომად გაჰქონდა. 

შოთას გოლები აიაქსში (ყველა შეჯიბრი)

1997/98 - 44 თამაში. 37 გოლი

1998/99 - 26 თამაში. 8 გოლი

1999/2000 - 20 თამაში. 6 გოლი

2000/01 - 31 თამაში. 20 გოლი

2001/02 - 4 თამასი. 1 გოლი 

საუკეთესოდ მიჩნეულია შოთას გოლი ფორტუნა სიტარდის კარში. ქართველმა ფორვარდმა ეს გოლი მისთვის პირველ სეზონში 1997 წლის ნოემბერში გაიტანა მატჩის 86-ე წუთზე და ანგარიში 2:0 გახადა. 

მეორე ადგილზე გასული გოლიც ძალიან ჰგავს პირველადგილოსანს - შოთამ ის 1999 წლის აგვისტოში ჰეერენვენს გაუტანა. სამეულში კიდევ ერთი გოლია ჰეერენვენის კარში - შოთამ მეკარეს ბურთი ოსტატურად გადაუგდო თავზე, ეს 1998 წლის აპრილში მოხდა. 

შოთა არველაძის TOP 10 გოლი აიაქსში 

კომენტარები

ბოლო ამბები