Thumbnail
  • ნამიბია XV 20:24 საქართველო (U20)
  • საქართველომ სამხრეთაფრიკული ტურნე მოგებით დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკულ ტურნეში, საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის ბოლო მატჩი ნამიბია XV-თან გამართა და ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.

ილია მაისურაძემ ამ მატჩისთვის 11 ცვლილება განახორციელა. ქართველებმა უფროს მეტოქეებს პირველ ტაიმში 2 ლელო დაუდეს - დავით გობეჯიშვილმა და ზურაბ ქავთარაძემ. გობეჯიშვილმა ორივე ლელო გარდასახა, რასაც პირველ ტაიმში გატანილი ჯარიმაც მიუმატა და ''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' მეტოქეს პირველი ნახევარი ანგარიშით 17:3 მოუგეს.

ნამიბიამ მეორე ტაიმში შეუტია და ერთი ლელოც გაქვითა, თუმცა ბრწყინვალე რეიდის შემდეგ, არმიას მორაგბემ, ლუკა გელაშვილმა ბურთი ნამიბიელთა ჩათვლის მოედანში მესამედ დაამიწა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ორბერტ ნორტიემ საქართველოს მეორე ლელოც დაუდო, თუმცა აფრიკელებმა გარდასახვა ვერ გაიტანეს და საქართველოს 9-ქულიანი უპირატესობა დარჩა.

ნამიბიამ ტემპს კვლავ მოუმატა და ლელოებში ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვის შემდეგ მაისურაძის გუნდს 4-ქულიანი უპირატესობა დარჩა და მატჩიც საქართველოს გამარჯვებით 24:20 დასრულდა.

''უმცროსმა ბორჯღალოსნებმა'' მანამდე სამხრეთ აფრიკასა და არგენტინასთან წააგეს, ბოლო მატჩში კი ნამიბიას სძლიეს. მაისურაძის გუნდი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას უკვე სამშობლოში გააგრძელებს.

საქართველო (U20) 24:20 ნამიბია XV

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები