Thumbnail
  • რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ზაფხულისთვის ემზადებმა
  • ფეხბურთელების სია, რომლებიც ფრანგს მომავალ სეზონში აღარ დასჭირდება
  • როგორც ჩანს, გარეთ ბეილის მადრიდული თავგადასავალი სრულდება 

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ზაფხულისთვის უკვე ემზადებმა. ფრანგმა სპეციალისტმა იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებსაც მომავალ სეზონში აღარ დაეყრდნობა. ზიდანი მათ ღიად ჯერ არ ასახელებს, თუმცა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობაში ამის შესახებ კარგად იციან. 

მეტი ამ თემაზე: 500 მილიონი ევრო ზიდანს ტრანსფერებში - რეალის სამი მთავარი სამიზნე

ზიზუს "შავი სიის" შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს, რომლის ცნობით, რეალი ნახევარმცველებს: დანიელ სებალიოსს, მარკოს ლორენტესა და ბრაჰიმ დიასს, ასევე თავდამსხმელებს: მარიანო დიასსა და გარეთ ბეილს შეელევა.

უელსელი რეალში 2013 წლიდან გამოდის, სადაც ტოტენჰემიდან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა

როგორც ირკვევა, 29 წლის უელსელ გარემარბს ზიდანის სიაში პირველი ადგილი უკავია და ამის შესახებ უკვე თავად ბეილიც ინფორმირებულია. აპრილში უკვე შედგა შეხვედრა მის აგენტსა და კლუბის გენერალურ მენეჯერს შორის, სადაც ითქვა, რომ მომავალ სეზონში ზიზუს გეგმებში ბეილი არ შედის. 

ამასთან, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ადგილი გარანტირებული არ აქვთ მცველ მარსელოს, ნახევარმცველებს: ტონი კროოსსა და ისკოს. მადრიდის რეალის ხელმძღვანელობაში მათ შესახებ გადაწყვეტილებას იმისდა მიხედვით მიიღებენ, თუ როგორი ვითარება იქნება სატრანსფერო ბაზარზე. 

ამ სეზონში მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე გამოსვლა უკვე დაასრულა. ზიდანის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, განვლილ 32 ტურში მოპოვებული 61 ქულით, მესამეა.

კომენტარები

ბოლო ამბები