Thumbnail

U18 ევროპის ჩემპიონატი | უმცროსი ბორჯღალოსნები რუსეთთან მატჩის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან
  • შეხვედრა 17 აპრილს, კრასნოდარში. თბილისის დროით 20:25 საათზე შედგება 

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის კონტინენტის პირველობის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება. თამაში კრასნოდარში 17 აპრილს, თბილისის დროით 20:25 საათზე დაიწყება.

1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 46:0 მოუგო, ხოლო მასპინძელმა რუსეთმა რუმინეთი 13:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 5 მოთამაშე შეცვალა და აქედან 4 ხაზის, ხოლო ერთი შერკინების მოთამაშეა. უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი; მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა რობი ნერსეზაშვილი, რომელიც ტატო გვიმრაძეს შეუწყვილდება, ხოლო ლუკა ჩქარეულმა თორნიკე ზაქარიაძის ნაცვლად მესამე ხაზში გადაინაცვლა.

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
ფოტოები: site.rugby.ge

გერმანელებთან მატჩში დაშავდა და რუსეთთან განაცხადშიც არ იქნება მგეზავი გივი ცინცაძე, რომლის ადგილს მარქაფიდან დაწინაურებული დაჩი პაპუნაშვილი დაიკავებს. ძირითადში ბესო თაყნიაშვილის ნაცვლად გიორგი ყუფარაძეს ვიხილავთ, რომელიც გერმანიასთან შეცვლაზე მგეზავად შევიდა. შეიცვალა ორივე ფრთის მოთამაშე და მოედანზე პირველივე წუთებიდან ლაშა კაკაურიძე და ლევან ბრაგვაძე გავლენ.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთისა და პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებები იბრძოლებენ. 

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი),14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი),13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი),12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი),11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი),10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია),9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი),3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო),4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი),6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა),7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

სათადარიგოები:16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია),17. საბა ხონელიძე (აია),18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო),19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი),22.ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი),24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო),25. თემურ კოხოძე (აია),26.ლევან ქუშაშვილი (ლელო).

კომენტარები

ბოლო ამბები