Thumbnail

დარასელიას თასი | თბილისის დინამოს წარმატებული სტარტი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ოთხი საინტერესო მატჩი გაიმართა
  • ჩემპიონატში ორი ქართული გუნდი მონაწილეობს: დინამო თბილისი და სფფ-ს აკადემია

თბილისის დინამოს აკადემიაში სტარტი აიღო ვიტალი დარასელიას თასის რიგით მეოთხე გათამაშებამ, რომელშიც 15-წლამდე ფეხბურთელთა გუნდები ასპარეზობენ. ტურნირის გახსნითი შეხვედრა დინამო კიევსა და როტერდამის ფეიენოორდს შორის ჩატარდა. მატჩი უკრაინელთა აქტიურობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს. ჰოლანდიელებმა მწვავედ შეუტიეს და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ კიეველებმა შეინარჩუნეს მინიმალური უპირატესობა. 

დინამო კიევი 1:0 ფეიენოორდი

გოლი: 1:0 ჰორბაჩი (31).

დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ემპოლი და ვულვერჰემპტონი წარდგნენ. ეს მატჩიც 1:0 დასრულდა. იტალიელებმა ლორენცო ინაკიტის გოლით გახსნეს ანგარიში და მოიპოვეს კიდეც პირველი 3 ქულა. 

ემპოლი 1:0 ვულვერჰემფთონი

გოლი: 1:0 ინაკიტი (13).

მესამე მატჩი დარასელიას თასზე სფფ-ის აკადემიასა და ბრაგას შორის გაიმართა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა. 

სფფ 0:0 ბრაგა

დღის დასკვნითი მატჩი მასპინძელ დინამო თბილისსა და შვეიცარიულ ციურიხს შორის შედგა. შეხვედრა ვახტანგ იაგორაშვილის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა - 3:0. 

დინამო 3:0 ციურიხი

გოლი: 1:0 თოდუა (28),  2:0 იობაშვილი (53),  3:0 აბუაშვილი (56).

კომენტარები

ბოლო ამბები