Thumbnail

'ნახევარფინალი რთული იქნება, მაგრამ არც იუვე იყო ადვილი' - ამბობს დე ლიხტი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დე ლიხტი იუვესთან მოგებას გამოეხმაურა
  • "კმაყოფილები არ ვართ, უფრო შორს უნდა წავიდეთ."

გუშინ მატეის დე ლიხტმა იუვენტუსთან გოლით აიაქსის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1997 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა. "შეგვიძლია ლიგის მოგება? რავიცი, უკვე ნახევარფინალში ვართ და ვნახოთ." - ამბობს ახალგაზრდა აიაქსელი.

"უკვე ორი ფავორიტი გუნდი დავამარცხეთ, მომდევნო მატჩებიც რთული იქნება, მაგრამ არც ესენი იყო ადვილი. კმაყოფილები არ ვართ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო შორს წავიდეთ." - ამბობს დე ლიხტი.

მისი თანაგუნდელი დე იონგი 75 მილიონ ევროდ ბარსას შეუერთდება, თუმცა ამბობენ რომ ზაფხულში დე ლიხტირც კატალონიურ კლუბში აღმოჩნდება. "ის აიაქსის მოთამაშეა და სხვა გუნდის ფეხბურთელზე საუბარი უხერხული იქნება ჩემგან" - განაცხადა ბარსას დირექტორმა გილერმო ამორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები