Thumbnail
  • ბარსელონა 3:0 იუნაიტედი
  • 1:0 - მესი (16), 2:0 - მესი (20), 3:0 - კოუტინიო (61)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური რაუნდის საპასუხო მატჩში, ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მანკუნიანელებს ბრწყივნალე ინდივიდუალური თამაშის შემდეგ ლიონელ მესიმ საჯარიმოს გარედან გაუტანა, შორეული დარტყმით გაუტანა.

1:0 - მესი

არგენტინელმა გოლიდან ზუსტად 4 წუთში ბურთი იუნაიტედის საჯარიმოს მისადგომებთან ისევ ჩაიგდო, ისევ შორიდან დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა, ამ ეპიზოდში აღსაშნიშნავი დავიდ დე ხეას შეცდომაა.

2:0 - მესი

შეხვედრას წერტილი ლივერპულის ყოფლმა შემტევმა - ფილიპე კოუტინიომ დაუსვა, რომელმაც დე ხეას განვლილ შეხვედრაში მესის მსგავსად გოლი შორიდან, ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა.

3:0 - კოუტინიო

ორივე მატჩის ჯამში, ბარსელონამ მანჩესტერი 4:0 დაამარცხა. კატალონიელები ნახევარფინალში ლივერპული - პორტოს წყვილში გამარჯვებულს შეხვედბიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსა ჩემპიონთა ლიგის სახლის მატჩებში, 30 თამაშია არ დამარცხებულა, ასეთი მაჩვენებელი გუნდს არასოდეს ჰქონია.

⚽ ლიონელ მესის ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 32 მატჩში, 24 გოლი აქვს გატანილი, ამდენი ინგლისელების წინააღმდეგ ლიგაზე არავის გაუტანია.

⚽ დავიდ დე ხეას შეცდომას პრემიერლიგაში წელს 3 გოლი მოჰყვა, მხოლოდ ჯორდან პიკფორდს (4) და ასმირ ბეგოვიჩს (5) აქვთ უარესი შედეგი.

⚽ მანჩესტერ იუანიტედიმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი, ორი მატჩის ჯამში 4 და მეტი ბურთით პირველად წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები