Thumbnail
  • იუვენტუსი 1:2 (1:1) აიაქსი
  • ამსტერდამელებმა ტურინში პირველად მოიგეს

"ალიანც სტედიუმზე" ტურინის იუვენტუსმა 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში აიაქსს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ნახევარფინალში ჰოლანდიური კლუბი გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ამსტერდამში 1:1 დასრულდა. 

1:0 რონალდო (28)

მირალემ პიანიჩმა კუთხური მოაწოდა და კრიშტიანო რონალდომ აიაქსის კარში მე-9 გოლი გაიტანა კარიერაში. VAR-ის განხილვის მერე გოლი ჩაითვალა.

1:1 ვან დე ბეეკი (34) 

ჰაკიმ ზიეხმა საჯარიმოში დონ ვან დე ბეეკი მოძებნა და მანაც ანგარიში გაათანაბრა. 

1:2 დე ლიხტი (67)

კუთხური ლასე შიონემ მოაწოდა და მატეის დე ლიხტმა თავით ყველას დაასწრო. 

საინტერესო ფაქტები 

⚽ აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1997 წლის მერე პირველად გააღწია. მაშინაც, ამსტერდამულმა კლუბმა გზიდან ტურინის იუვენტუსი ჩამოიცილა.

⚽ კრიშტიანო რონალდომ აიაქსს ჩემპიონთა ლიგაზე მე-9 გოლი გაუტანა, მეტი (10) მხოლოდ იუვენტუსის კარში აქვს გატანილი. 

⚽ კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 1/4-ფინალურ მატჩებში გააქვს (სულ 13 გოლი)

⚽ კრიშტიანოს ახლა 126 გოლი აქვს ლიგაზე, აქედან 65 პლეი ოფში. ორივე მაჩვენებელი რეკორდულია.

⚽ მატეის დე ლიხტი ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელია, ვინც ლიგის პლეი ოფში გაიტანა - 19 წლისა და 246 დღის. 

⚽ აიაქსი ნახევარფინალში ტოტენჰემისა და მანჩესტერ სიტის დუელის გამარჯვებულს ეთამაშება.

იუვენტუსი 1:2 აიაქსი

გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო (64. კანსელო), რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო - ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი (81. ბენტანკური), დიბალა (46. კინი), რონალდო 

აიაქსი (4-2-3-1): ონანა - ფელტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრაუი (11. სინკგრავენი (82. მაგალიანი)) - შიონე, დე იონგი - ზიეხი (88. ჰუნტელაარი), ვან დე ბეეკი, ნერეში - ტადიჩი  

კომენტარები

ბოლო ამბები