Thumbnail
  • ცსკა 94:68 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია - 6 ქულა, მეტ ჯენინგი - 5

ქართველ კალათბურთელთა ბასკონია ევროლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში 26-ქულიანი სხვაობით დამარცხდა სტუმრად მოსკოვის ცსკა-სთან. ამ შეხვედრაში ითამაშეს, როგორც გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, ისე მეტ ჯენინგმა.

თორნიკე სათადარიგო იყო. მან 19 წუთში 6 ქულა, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დააგროვა. მეტ ჯენინგმა 16 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა დააგროვა. 

სერიაში ცსკა 1:0 დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სერია სამ მოგებამდეა. 18 აპრილს მეორე თამაში კვლავ მოსკოვში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები