Thumbnail

ლივერპულის 18 მატჩიანი წაუგებელი სერია სუონსიში დასრულდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სუონსი 1:0 ლივერპული

ლივერპულმა 24-ე ტურის მატჩი სუონსიში, ლიბერტი სტედიუმზე ითამაშა და მასპინძელ გუნდთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ალფი მოუსონის საგოლე დარტყმა, მთელი მატჩის მანძილზე სუონსის მიერ ერთადერთი კარში გაშვებული ბურთი აღმოჩნდა.

ჩემპიონატის პირველ ადგილოსანს მოვუგეთ, ბოლო ადგილოსანთან კი დავამრცხდით...

სუონსიში წაგებით, ლივერპულის 18 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დასრულდა. იურგენ კლოპმა უელსურ გუნდთან მესამედ წააგო, ამდენი, გერმანელს, რაც ლივერპულშია არავისთან წაუგია.

სახიფათო მომენტი სუონსის კართან

"ანგარიში იმდენად არ მაბრაზებს, რამდენადაც ჩვენი თამაშის ხარისხი. საშინლად ვითამაშეთ. გასულ კვირას სიტისთან მოგების შემდეგ ყველა გვაქებდა, ყველა ბედნიერი იყო და სავარჯიშო კვირეულიც ფანტასტიურად ჩავატარეთ. შედეგად, ჩემპიონატის პირველ ადგილოსანს მოვუგეთ, ბოლო ადგილოსანთან კი დავამრცხდით - ეს იცის უყურადღებობამ. არ ვიცი, გადავხედავ თამაშს და დასკვნებს შემდეგ გამოვიტან." თქვა იურგენ კლოპმა თამაშის შემდეგ.

► სუონსიმ კარლოს კარვაჰალი წარადგინა

გუნდში კარლოს კარვაჰალს მოსვლის შემდეგ, სუონსიმ 2 მატჩი მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. "ვსუნთქავთ, ჯერ მიმღებში ვართ და არა რეანიმაციაში, ყველაფერი წინ არის!" თქვა პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ. სუონსის მეჩვიდმეტე ადგილოსან სტოკ სიტიმდე 3 ქულა აშორებს.

კომენტარები

ბოლო ამბები