Thumbnail

იმედის ფსონი | პიკე დაჯარიმდება, აინტრახტი და ნაპოლი ჰანდიკაპით მოიგებენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 16 აპრილის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

ლევან სალუქვაძემ დღეს ორმატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,3 გახლავთ. ლევანის ბილეთში ორივე მატჩი ევროპალიგიდანაა და ორივეში - მასპინძელთა ჰანდიკაპით მოგება. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აინტრახტი-ბენფიკას შეხვედრაში მასპინძელთა ორი და მეტი ბურთით გამარჯვებას აქვს (3,25).

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ევროპალიგის ორ მატჩს დავწერ. პირველი - აინტრახტი ბენფიკას ჰანდიკაპით მოუგებს. პირველ მატჩში კაცნაკლულმა აინტრახტმა ორი გოლი გაუტანა მეტოქეს და 2:4 წაგებულზე ახლა შინ 2:0-იც ჰყოფნის. მგონია, რომ ორსაც გაუტანს და მეტსაც. 

ასევე ავიღებ ნაპოლის ჰანდიკაპს არსენალთან. ნაპოლი შინ სულ სხვა გუნდია, არსენალი გასვლაზე - ასევე სულ სხვა. ვფიქრობ, რომ "სან პაოლოს" ფაქტორი, განწყობა იმოქმედებს და ნაპოლი ორი ბურთით მოუგებს, მაგრამ გავა თუ არა, ეს არსენალის მარიფათზე იყოს დამოკიდებული.

გადაცემის სტუმარი დღეს "იმედის ფსონის" მაგისტრი, პროგნოზისტი მიშა ხორბალაძე იყო, რომელმაც 11,7 კოეფიციენტის მქონე ბილეთი შეადგინა, სადაც 6 თამაშია, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ჩელენჯერის ამერიკულ ტურნირში კოლარინის კრუგერთან მოგებას აქვს (1,90).

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს, აქაც ექვსი მატჩია და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 16,4 გახლავთ, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კი ბარსელონა-იუნაიტედის მატჩში ჟერარდ პიკეს მინიმუმ ერთხელ დაჯარიმებას აქვს (1,85).

კომენტარები

ბოლო ამბები