Thumbnail

60 მილიონი ევრო ნიკოლა პეპეს სანაცვლოდ - ინტერის ახალი სამიზნე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლილის პრეზიდენტის თქმით, ზაფხულში ლიდერების შენარჩუნება გაუჭირდება 
  • პეპეს მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში მილანის ინტერი ფრანგული ლილის თავდამსხმელის, ნიკოლა პეპეს გადაბირებას შეეცდება. იტალიური კლუბი მზადაა, 23 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ლილის პრეზიდენტმა ჟერარ ლოპესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში ლიდერების შენარჩუნება გაუჭირდება და რომელიმე ფორვარდთან განშორება მოუწევს. 

მიმდინარე სეზონში, პეპემ ლილის შემადგენლობაში 35 მატჩი გამართა, 20 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. მის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გრანდებიც იჩენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები