Thumbnail
  • ბარტომეუმ ერთმანეთს გუნდის ამჟამინდელი და ყოფილი ფორვარდები შეადარა
  • ბარსელონას პრეზიდენტის თქმით, გუნდში უსმან დემბელეს ადაპტაცია დაასრულა

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ერთმანეთს კლუბის ამჟამინდელი და ყოფილი ფორვარდები: უსმან დემბელე და ნეიმარი შეადარა. 

"როგორც იცით, დემბელე და კოუტინიო ნეიმარის გაყიდვის შედეგად შევიძინეთ. უსმანი დღეს უკეთესია ნეიმარზე. ის უფრო ძლიერია, როგორც მოთამაშე. დემბელე სრულებით შეეჩვია ბარსელონას. 

კოუტინიო ბრწყინვალე ფეხბურთელია და ის სულ უფრო კარგი ხდება. ბარსელონაში თამაში იოლი არაა, მაგრამ ჩვენ მისგან ბევრს ველოდებით", - აქვეყნებს ბარტომეუს ნათქვამს ესპანური მედია.

უსმან დემბელე ბარსელონაში დორტმუნდის ბორუსიიდან, 2017 წლის ზაფხულში გადავიდა, ტრანსფერის ფასმა კი 105 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 42 მილიონი ბონუსებად შეიძლება დაემატოს. 21 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 25 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი. 

როგორც ჩანს, ბრაზილიელის კატალონიურ კლუბში დაბრუნება გამორიცხულია 

ნეიმარი კატალონიური კლუბის ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, სადაც მშობლიური სანტოსიდან გადაბარგდა. 2017 წელს ბრაზილიელმა კატალონიური გრანდი დატოვა და 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მას შემდეგ მუდმივად ვრცელდება ხმები, რომ 27 წლის ნეიმარი პარიზში კმაყოფილი არაა და ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

კომენტარები

ბოლო ამბები