Thumbnail

სალას ტრაგიკული ტრანსფერი - კარდიფი ნანტისთვის გადახდას არ აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უელსური კლუბის ცნობით, არგენტინელის ტრანსფერი დარეგისტრირებული არ იყო
  • კარდიფმა ფიფას აცნობა, რომ ნანტისთვის ტრანსფერის თანხის გადახდას არ აპირებს 

კარდიფ სიტიმ ფიფას აცნობა, რომ არ აპირებს ნანტისთვის ემილიანო სალას ტრანსფერის თანხის გადახდას. არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნანტიდან კარდიფში გადავიდა, საფრანგეთიდან უელსში გამგზავრებისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 

როგორც The Sun იუწყება, უელსური კლუბის იურისტები ეყრდნობიან იმ ფაქტს, რომ სალასთან დაკავშირებით გარიგება ოფიციალურად არ იყო დარეგისტრირებული.  

28 წლის ფორვარდი მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს.

28 წლის ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფ სიტიში, დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და უელსური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 21 იანვარს საღამოს ფორვარდი ნანტში თანაგუნდელებს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით უელსისკენ გაემგზავრა, მაგრამ თვითმფრიანვი ადგილზე მისვლამდე ერთი საათით ადრე რადარებიდან გაქრა. საძიებო ოპერაციამ ორ კვირას გასტანა, ბოლოს კი თვითმფრინავსა და არგენტინელის ცხედარს ლა მანშის ფსკერზე მიაგნეს.

კარდიფი ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს 33 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები