Thumbnail
  • ფილადელფიამ ბრუკლინთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა
  • სიქსერსმა მატჩის მესამე პერიოდში NBA-ს რეკორდი დაამყარა

ფილადელფიამ NBA-ს პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ბრუკლინთან საშინლად ითამაშა და მოულოდნელი მარცხი იწვნია. სამაგიეროდ, სიქსერსმა მეორე მატჩში სრულფასოვანი რეაბილიტაცია შეძლო! ბრეტ ბრაუნის გუნდმა ნეტსი 145:123 დაამარცხა - მაყურებლებმა Wells Fargo Center-ში შესანიშნავი მატჩი იხილეს, რომლის მესამე პერიოდი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.

სწორედ მესამე პერიოდში შეძლო სიქსერსმა არც მეტი, არც ნაკლები, 51 ქულის ჩაგდება და ამით ლოს ანჯელეს ლეიკერსის 1962 წლის რეკორდი გაიმეორა. ეს ნიშნავს ყველაზე მეტ ქულას პლეი ოფის მატჩის ერთ პერიოდში!

შთამბეჭდავი მატჩი და გამარჯვება პირველ რიგში ბენ სიმონსის დამსახურებაა, რომელმაც ბრუკლინთან 18 ქულით, 10 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

კარგად ითამაშა ჯოელ ემბიიდმაც, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 23 ქულაა. მან 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. თუმცა, სიქსერსის ცენტრს მაინც ეტყობოდა, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის. ამასთან, პირველი ტაიმის მიწურულს ემბიიდმა ჯარეტ ალენს აგრესიულად ჩაარტყა, თუმცა 25 წლის ცენტრი ამის გამო არ გააძევეს. ბრუკლინიდან საუკეთესო სპენსერ დინვიდი გახლდათ - 19 ქულით.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა: 1:1. მომდევნო მატჩი პარასკევს, ბრუკლინში გაიმართება.

📺 ვიდეო: ბენ სიმონსის სამმაგი დუბლი ბრუკლინთან

კომენტარები

ბოლო ამბები