Thumbnail

'კრასნოდართან კარგი ურთიერთობა გვაქვს' - ჯანოს აგენტის გამოხმაურება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • championat.com-ის ინფორმაციას ანანიძის აგენტი გამოეხმაურა
  • რას ამბობს თეიმურაზ ლეპსაია

championat.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჯანო ანანიძე ზაფხულში შესაძლოა, კრასნოდარში გადავიდეს, ქართველი ლეგიონერის აგენტი გამოეხმაურა.

"კრასნოდართან ამ საკითხზე არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუმცა ამ კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და თუკი მათ ჯანო აინტერესებთ, მაშინ აუცილებლად შემეხმიანებიან. ამ ეტაპზე ანანიძე სპარტაკის ფეხბურთელია, კრილია სოვეტოვში კი მხოლოდ იჯარით თამაშობს. კრასნოდარი ბრწყინვალე კლუბია შესანიშნავი ინფრასტრუქტურით. იქ თამაში ბევრისთვის საინტერესო იქნებოდა", - უთხრა sportbox.ru-ს თეიმურაზ ლეპსაიამ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ანანიძე კრილია სოვეტოვში მოსკოვის სპარტაკიდან იჯარით თამაშობს, რომელსაც ვადა სეზონის დასრულებისთანავე გასდის. ანანიძემ კრილიას რიგებში 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჯანო სპარტაკის აღზრდილია. მოსკოვური გუნდის მაისურით მან 136 მატჩში 16 გოლი და 16 საგოლე პასი მიითვალა. სპარტაკთან ჯანოს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს. 

კრასნოდარი რუსულ პრემიერ-ლიგაში 42 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხებოდა, რომელიც ახლა უგუნდოდაა.

კომენტარები

ბოლო ამბები