Thumbnail

მესი ხარ თუ რონალდო - France Football-ის სკანდალური პირველი გვერდი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფრანგულმა ჟურნალმა თავის ვებგვერდზე ახალი ნომერი დააანონსა
  • France Football-ის ახალი რუბრიკა 'მესი ხარ, თუ რონალდო' სკანდალური ქავერით

France Football-მა საკუთარ ვებგვერდზე ჟურნალის მომავალი ნომერი დააანონსა, რომელშიც არის რუბრიკა "მესი ხარ თუ რონალდო" - ჟურნალი ყოფილ და ახლანდელ ვარსკვლავებს ეკითხება, თუ რომელი ფეხბურთელი მიაჩნიათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად - ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო. 

"ფრანს ფუტბოლმა" ამ მიზნით ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი გამოკითხა. 

სკანდალური ამ ყველაფერში ისაა, რომ ჟურნალის მომდევნო ნომრის ყდაზე ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო ერთმანეთს "კოცნიან". 

2008 წლიდან მოყოლებული ათი წლის განმავლობაში "ფრანს ფუტბოლის" დაარსებულ "ოქროს ბურთს" მხოლოდ მესი და რონალდო იღებდნენ. მათ ეს ტიტული 5-5-ჯერ მოიპოვეს, სანამ ბოლოს პრიზი ლუკა მოდრიჩმა არ მიიღო.

ასეთი იქნება 'ფრანს ფუტბოლის' მომდევნო ნომერი

 

კომენტარები

ბოლო ამბები