Thumbnail

ტედი რინერის დაბრუნება - ფრანგი ბაქოში იჭიდავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რინერმა ბოლოს მაროკოში გამართულ ტურნირზე იასპარეზა
  • ტედი ტატამს ორწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება

ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირები 10 მაისიდან განახლდება. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 10-დან 12 მაისის ჩათვლით ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება. ქვეყნებმა უკვე გააგზავნეს იმ ძიუდოისტების განაცხადი, რომლებიც ამ ტურნირზე იასპარეზებენ. საქართველო ამ ტურნირზე 10 ძიუდოისტით მიემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ორწლიანი შესვენების შემდეგ ტატამს ტედი რინერი უბრუნდება. ფრანგმა ძიუდოისტმა ბოლოს მაროკოში გამართულ ტურნირზე იასპარეზა, რომლის ფინალშიც თომა ნიკიფოროვი დაამარცხა. რინერის დაბრუნება ძიუდოს ყველა მოყვარული ელის. ტედი ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის სპეციალურად ემზადება. ფრანგს მესამე ოლიმპიური ოქროს მოგება სურს. რინერი მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია.

თუშიშვილი V რინერი - 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი

გურამ თუშიშვილი vs ტედი რინერი

გურამ თუშიშვილი vs ტედი რინერი 2017 წლის სუპერ დაპირისპირება

Posted by Silk Sport on შაბათი, 02 სექტემბერი, 2017

კომენტარები

ბოლო ამბები