Thumbnail

10 ქართველი ბაქოს გრანდ სლემზე - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანში 10 ძიუდოისტით მიემგზავრება
  • ლაშა ბექაური გრანდ სლემზე პირველად იჭიდავებს

10-12 მაისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აზერბაიჯანში, ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებს. ნაკრები ტურნირზე 10 ძიუდოისტით წარსდგება. აღსანიშნავია, ნაკრებში ლაშა ბექაურის გამოჩენა, რომელიც 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად დაიცავს.

ბაქოს გრანდ სლემზე შანსი ძირითადად ახალგაზრდული ნაკრების წევრებს ეძლევათ. 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში საქართველოს წარმომადგენლები არ ჰყავს. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს SILK UNIVERSAL-ი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

- 60 კგ: თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი

- 81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

- 90 კგ: ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი

- 100 კგ: გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე

+ 100 კგ: გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე

კომენტარები

ბოლო ამბები