Thumbnail
  • ჯანო ანანიძე სპარტაკიდან მიდის
  • 16 გოლი და 16 ასისტი სპარტაკის მაისურით

championat.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ზაფხულში შესაძლოა, კრასნოდარში გადავიდეს. რუსულ წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლი კრასნოდარი ქართველი ლეგიონერის მიმართ ინტერესს იჩენს. 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ანანიძე კრილია სოვეტოვში მოსკოვის სპარტაკიდან იჯარით თამაშობს, რომელსაც ვადა სეზონის დასრულებისთანავე გასდის. ანანიძემ კრილიას რიგებში 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჯანო სპარტაკის აღზრდილია. მოსკოვური გუნდის მაისურით მან 136 მატჩში 16 გოლი და 16 საგოლე პასი მიითვალა. სპარტაკთან ჯანოს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს. 
კრასნოდარი რუსულ პრემიერ-ლიგაში 42 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხებოდა, რომელიც ახლა უგუნდოდაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები