Thumbnail

ქართველი მწვრთნელი ჯონ მალკოვიჩთან ერთად 'ახალ პაპში' ითამაშებს

  • The New Pope-ში  ქართველი მწვრთნელი თამაშობს
  • ზურა მჭედლიძე პაპის პირადი მცველის როლში

2019 წლის დეკემბერში HBO-ს ახალი სერიალი ახალი პაპი (The New Pope) გამოვა, რომელიც ცნობილი სერიალის, ახალგაზრდა პაპის (The Young Pope) გაგრძელებაა. ახალ სერიალში ჯუდ ლოუს ჯონ მალკოვიჩი ჩაანაცვლებს.

სერიალში ქართველი მსახიობიც მონაწილეობს - ზურა მჭედლიძე, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, ახლა კი მწვრთნელად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის გადაცემა "იმედის დღემ" გაავრცელა. 

ქართველი, რომელიც „ახალგაზრდა პაპშის“ გადაიღეს

🔴 იმედის ექსკლუზივი!!!! ვინ არის ქართველი, რომელიც „ახალგაზრდა პაპში“ გადაიღეს? 🎥 გადაცემა სრულად ☛ https://is.gd/sD9eX7 #კულტურისსიახლეები #იმედისდღისსტუმარი

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019

მჭედლიძე ფილმში პაპის პირად მცველს (ჯერ ჯუდ ლოუს, შემდეგ კი ჯონ მალკოვიჩის) თამაშობს. 
მჭედლიძე უეფას სერტიფიცირებული მწვრთნელია, ის რომში მუშაობს და რომას აკადემიის ფილიალის, ლა სალეს ბავშვთა გუნდს (2007 წელს დაბადებულები) წვრთნის. 

"რომ გავიგე ვისი პირადი მცველის როლი უნდა მეთამაშა, არ მჯეროდა - ჯუდ ლოუ, რა თქმა უნდა, საოცარი მსახიობია, მაგრამ ჯონ მალკოვიჩი ბავშვოვიდან ჩემი საყვარელი მსახიობია. თუ წარმოვიდგენდი, რომ სადმე შორიდან დავინახავდი. ახლა კი, ისე მოხდა, რომ ამ სერიალში მას ვიცავ", - განაცხადა ზურა მჭედლიძემ. 

ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი

რეჟისორმა პაოლო სორენტინომ მჭედლიძე წვრთნის დროს შეამჩნია და თანაშემწეებს მისთვის ფოტოს გადაღება სთხოვა. ასე მოხვდა ქართველი სერიალში. 

ახალ პაპში ასევე მონაწილეობენ შერონ სტოუნი, იტალიელი მსახიობი სილვიო ორლანდო, ესპანელი ხავიერ კამარა, დანიელი ულრიხ ტომსენი და სხვები. 

IMDb-ის ინფორმაციით, მჭედლიძეს ერთი როლი აქვს შესრულებული - Just for Kicks-ში (2003) ფეხბურთის მსაჯის როლი.

კომენტარები

ბოლო ამბები