Thumbnail
  • ბრივი 54:17 კარკასონი
  • ვანი 25:5 ორიაკი

PRO D2-ის 28-ე ტურში ორი ქართული ლელო დაიდო. ოთარ გიორგაძის ბრივმა კარკასონი 54:17 გაანადგურა, ხოლო ქართველმა მორაგბემ მატჩის 61-ე წუთზე ლელოთი გამოიჩინა თავი. გიორგაძის გუნდი  83 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და TOP 14-ში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება და მომდევნო მატჩში ბრივის მომდევნო მეტოქე ოიონა იქნება, ეს შეხვედრა PRO D2-ის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩია.

გიორგი ჯავახიას ორიაკი ვანს ესტუმრას და 5:25 დამარცხდა. ჯავახიამ ლელო მე-5 წუთზე დადო, რის შემდეგაც ქართველების კლუბმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და უშანსოდ დამარცხდა. ორიაკი გასავარდნ ზონასთან ახლოს არის, მათ 59 ქულა აქვთ და 4 ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონაში მყოფ ბურგ-ენ ბრესს.

კომენტარები

ბოლო ამბები